მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფოსტო-საკურიერო საწარმოების შემოსავლებმა 2019 წელს 90,2 მლნ. ლარი შეადგინა

საკურიერო მომსახურეება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების 2019 წლის გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 22,3 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 52,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 87,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 12,7 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ამანათების მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების სტრუქტურა:

1-diagrama_o_h.jpeg

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 26,3 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 55,0 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 45,0 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებია.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს წერილობითი კორესპონდეციების მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების სტრუქტურას:

2-diagrama_o_h.jpeg

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2019 წლის განმავლობაში გაგზავნილია 6120.2 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 2748.2 ათასი ამანათი.

2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.9 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 868 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია