საზოგადოება

საფრანგეთი სიძულვილის ენის რეგულირებას ტელევიზიების შემდეგ ონლაინ მედიაშიც იწყებს

ონლაინ მედია
18:14 22.05
დაკოპირებულია

საფრანგეთი ონლაინ მედიის რეგულაციას იწყებს. კერძოდ, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ონლაინ პლატფორმებიდან სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის ამოღების ან დაბლოკვის შესახებ კანონი უკვე მიიღო. კანონი ძალაში 2020 წლის 1-ელ ივლისს შევა. ახალი კანონის თანახმად, ონლაინ პლატფორმებმა, მაგალითად: Youtube, Twitter, Facebook, Google და სხვა, უნდა ამოიღონ, ან დაბლოკონ სიძულვილის ენის შემცველი მესიჯები საკუთარი პლატფორმებიდან. რეგულაციის მიხედვით, ონლაინ გამოცემებმა რეაგირება მომხმარებლის მიმართვიდან 24 საათში უნდა მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პლატფორმები 250,000 ევროთი დაჯარიმდებიან, თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, ჯარიმა შესაძლოა 1,25 მილიონ ევრომდეც გაიზარდოს. მსგავსი რეგულაცია ევროპის კიდევ ერთმა ქვეყანამ, გერმანიამ 2017 წელს მიიღო.

კანონის მიხედვით, სიძულვილის ენის შემცველ მესიჯებად მიიჩნევა ისეთი მესიჯები, რომლებიც: აღვივებს სიძულვილს, შეიცავს პედოფილიის ნიშნებს, ან შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; ხელს უწყობს, ან აქეზებს ტერორიზმს; ლახავს ადამიანის ღირსებას; შეურაცხყოფს გენდერულ იდენტურობას, შეიცავს საომარი მოქმედებებისკენ მოწოდებას.

კანონის მიხედვით, ტერორიზმის წამქეზებელი, ან პედოფილიის ნიშნების შემცველი შინაარსის მესიჯები ონლაინ გამოცემებმა უნდა აიღონ, ან დაბლოკონ არა 24 საათში, არამედ სახელმწიფო ორგანოების ჩარევით შეტყობინების მიღებიდან 1 საათში.

სასამართლოებს, რომლებიც გასცემენ კონტენტის დაბლოკვის, ან პლატფორმებიდან ამოღების ბრძანებას, ექნებათ უფლებამოსილება პროვაიდერ კომპანიებს იმ ვებგვერდებზე და სერვერებზე დაშვების შეზღუდვა მოთხოვონ, რომლებიც არ შეასრულებენ კანონის მოთხოვნას. აღნიშნული კანონის მიღებას საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მოწინააღმდეგეების აზრით, კანონი ძალიან მკაცრ ვალდებულებებს უსაზღვრავს ონლაინ პლატფორმებს, თუმცა აღნიშნული მოსაზრებები საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ არ გაითვალისწინა.

ონლაინ მედია ვალდებული იქნება, დაიცვას საფრანგეთის მედიის მარეგულირებლის CSA-ს რეკომენდაციები, უკანონო მესიჯების პლატფორმებიდან ამოღების ვალდებულების სათანადოდ შესრულების შესახებ, ასევე, ექნებათ ვალდებულება, უკანონო კონტენტის ამოღების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით გაავრცელონ შეტყობინება. ონლაინ პლატფორმებს დაევალებათ შეტყობინების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პირდაპირ ხელმისაწვდომი იქნება სიძულვილის შემცველი კონტენტის გასაჩივრების მსურველებისათვის; ვალდებულების ნაწილია, სათანადო ზომების მიღება სწრაფი რეაგირების მოხდენის მიზნით, ასევე, ისეთი პირების გამოყოფა, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან სასამართლოებისა და უმაღლესი აუდიოვიზუალური საბჭოს მოთხოვნების მიღებასა და შესრულებაზე.

ახალი კანონი ითვალისწინებს ჯარიმას იმ პირებზეც, რომლებიც ბოროტად გამოიყენებენ გასაჩივრების საშუალებას და გაასაჩივრებენ კონტენტს, რომელიც არ შეიცავს უკანონო მესიჯებს, ასეთ პირებს შესაძლოა 15 ათას ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ.

ახალი კანონის შესრულებას საფრანგეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყება გააკონტროლებს, უმაღლეს აუდიოვიზუალურ საბჭოს უფლება ექნება, დარღვევის შემთხვევაში ონლაინ პლატფორმებს დააკისროს ფულადი ჯარიმა მათი მთლიანი წლიური ბრუნვის მაქსიმუმ 4%-ის ოდენობით. საბჭო, აგრეთვე, უფლებამოსილია, შეიმუშაოს სახელმძღვანელო წესები და ვალდებულია, უზრუნველყოს წლიური ანგარიშგების მომზადება იმის შესახებ, როგორ ასრულებენ ონლაინ პლატფორმები კანონის მოთხოვნებს. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„აჭარაში კოვიდშემთხვევების მატება მომდევ...

დღეს, 23 სექტემბერს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ რეგიონში არსებულ ე...
20:12 23.09
კორონავირუსის პანდემიის გამო ნობელის კომიტეტმა სტოკჰოლმში, პრემიის გადაცემის ცერემონიის გადავადების...
02:34
ლიბანში, დედაქალაქ ბეირუთიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, სოფელ ეინ ქანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, - ამი...
01:13
რუსეთის დუმის დეპუტატი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ერთ-ერთი რუსული მედია ავრც...
00:40
დღეს, 24 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ უბანში დროებით შეიზღუდება ელექტრომომარაგება. ინფორმაციას კომპან...
00:25
ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი „მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამო...
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისის მუ...
21:44 23.09
აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვე...
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid 19-ზე ტესტი 19...
ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარობის კანდიდატ...
დღეს, 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნებიან პარტია „ძალა ერთობაშიას“ მაჟო...
სოსო მანჯავიძე: მაინტერესებს, იმ ადვოკატ...
„რას ითხოვს ეს ხალხი, რომ მტკიცებულებების აშკარა გაყალბების ფაქტიც არ უნდა გამოი...