მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ცოტნე დადიანისა და ლიკანის ქუჩის მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „თბილისი ენერჯის“ მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვლება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისის ბოლომდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების სქემა არ შეიცვლება.

„პროექტის მომდევნო ეტაპზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და გზის რეაბილიტაციას განახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.