საზოგადოება

სასწავლო წლის დაწყების თარიღი ცნობილია

განათლების მინისტრი
00:40 13.08
დაკოპირებულია

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კომენტარი ქუთაისის საერთაშორისო უნივესიტეტში ვიზიტისას გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, გამოქვეყნდება გარკვეული რეკომენდაციები, რომლის ნახვის საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა. სამედიცინო პროტოკოლი კი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგან უზრუნველყოფილი იყოს ბავშვების ჯანმრთველობა.

„მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, სკოლებში გაკვეთილებზე დასწრება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მარტში აიკრძალა. 1-ელი აპრილიდან კი, დისტანციური სწავლების რეჟიმი ამოქმედდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მარტყოფში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა თანა...
23:35 22.10
ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,...
22:53 22.10
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
22:50 22.10
„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრ...
22:29 22.10
ბორკოლების დადება პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირ...
ქარელში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმ...
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვ...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ...
2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პ...
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200...