მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასულიერო პირები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ ზიარება აუკრძალა

მეუფე სტეფანე ჭყონდიდში

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 10 სასულიერო პირს, რომლებიც ე.წ ამბოხში მონაწილეობდნენ, ზიარება აუკრძალა. 

ეკლესიაში განხეთქლიების მცდელობისა და დაუმორჩილებლობის გამო, 6 მონაზონსა და 4 მორჩილს ზიარება აკერძალა. ბრძანება 28 მარტით თარიღდება და ის ძალაში ხელმოწერისთანავე შედის. „დასჯილ“ სასულიერო პირებს შორის არიან:

  • მონაზონი ბასილ გვილავა
  • მონაზონი ამბროსის სხულაია
  • მონაზონი დავით ხელაია
  • მონაზონი მარკოზ წულაია
  • მონაზონი მიქაელ ჯალაღონია
  • მონაზონი სოსანა ბოლქვაძე
  • მორჩილი მირიან კვანტალიანი
  • მორჩილი ზაზა ჭოხონელიძე
  • მორჩილი ჯაბა ცეცხლაძე
  • მორჩილი ნინო გამყრელიძე

„სასულიერო პირებს, ყველას ვაძლევ ერთ კვირას, ვინც არის ჩემს იურისდიქციაში, რომ მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ თავისი საქციელი, ამბოხში მონაწილეობა. ერთ კვირაში ვინც ამას არ გააკეთებს, ის, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, გავაკეთებ“, - ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება და აცხადებს, რომ მან ეპარქია უნდა დატოვოს.

ამ მიზეზით, 7 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს.

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

აგრეთვე იხილეთ:

📌„თვითმარქვია წინამძღვარი ხარ“ - მეუფე სტეფანესა და მონაზვნების შეხვედრის კადრები (ვიდეო)