მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასულიერო პირები ტრაპეზიდან ჩამოვიდნენ, ნასვამები იყვნენ“ - ივერი მელაშვილი

მეცნიერი ივერი მელაშვიილი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი, 4 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალებს ჰყვება.

როგორც მელაშვილმა აღნიშნა, სასულიერო პირების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორს.

„გუშინ „მთავარ არხს“ სიუჟეტის გაკეთება ჰქონდა დაგეგმილი. კარებთან არ მივსულვართ, არც მონასტერში. უბრალოდ დაბლა ავტოსადგომზე ვიყავით და იქ კეთდებოდა სიუჟეტი. მაღლიდან ჩამოვიდნენ სასულიერო პირები, ასევე 2-3 სამოქალაქო პირი და დაიწყეს სიტყვიერი გამოთქმები - „აქ რა გინდა“. შევეცადე წყნარად ამეხსნა მათთვის, რომ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი. არ შეესაბამება სიმართლეს, რაც თითქოს ტერიტორიების გადაცემას ეხებოდა.

სამწუხაროდ, არამხოლოდ ეს სასულიერო პირები, სხვებიც მათ შორის ბატონ ჯაღმაიძესაც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, წეღანაც შეეშალა და ბრალდებულის მაგივრად მსჯავრდადებული მიწოდა. არ ვარ ბატონო მსჯავრდადებული. დამთავრდეს სასამართლო და გაირკვეს მართალი და მტყუანი.

მოძღვრები ჩამოვიდნენ ტრაპეზიდან, ნასვამები იყვნენ. გინება იყო მათი მხრიდან, ერთმა სასულიერო პირმა სხვების მაგივრად ბოდიში მოიხადა. ჩემს მიმართ არ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ოპერატორის მიმართ განხორციელდა. ხელი კრეს, კამერა გადაუგდეს, ჟურნალისტსაც შეეხნენ ხელით.

ყველაფერი მოდის ხელისუფლებიდან, საერთოდ ხელისუფლების წამოწყებულია ეს საქმე. დეტალებში შეგნებულად არ შევდივარ, ვაცადოთ სასამართლოს დასრულება“, - განაცხადა მელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

4 მაისს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, სადაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ივერი მელაშვილის ჩასაწერად იმყოფებოდა, დაპირისპირება მოხდა.

ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას თქმით, მას და ოპერატორს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ და კამერა წაართვეს.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელება, ზემდგომი პირის დავალებით.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

👉 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

ამავე თემაზე:

👉 „ეს არის წინასწარ გამიზნული პროვოკაცია“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ინციდენტზე

👉 ვახტანგ გომელაური: ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი - გამოძიებიდან გამომდინარე, დაისჯებიან კანონის შესაბამისად

👉 „კარგი იქნებოდა, საპატრიარქოს გაევრცელებინა განცხადება, რომ ძალადობას გმობს“ - მამა ანდრია სარია დავით გარეჯის ინციდენტზე