საზოგადოება

სატყეო პოლიტიკის გასული წლის აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ონლაინფორმატში იმსჯელეს

სატყეო პოლიტიკის, ტყის
მართვისა და
ზედამხედველობის
მიმართულებით 2020 წელს
განხორციელებულ
აქტივობებსა და 2021 წელს
დაგეგმილ ღონისძიებებზე
ონლაინ ფორმატში იმსჯელეს
1614323481
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მეშვიდე პლენარული სხდომა ონლაინ ფორმატით გაიმართა. სხდომაზე სატყეო პოლიტიკის, ტყის მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2021 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ახალი „ტყის კოდექსის“ ამოქმედების საკითხსა და „ტყით სარგებლობის წესის“ დებულების შემუშავების პროცესის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროსა და სახელმწიფოს პრიორიტეტი ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაა.

მათი თქმით, ტყე და მისი რესურსი ქვეყნის განვითარების პროცესში სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფასეულობაა.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს, წარმატებით ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები; 2021 წლისთვის, დაგეგმილია პროექტის დასრულება.

ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია კავკასიაში პირველად ხორციელდება, რაც ქვეყანას დაეხმარება ტყეების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაციის მიღებაში.

პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის მწვანე ფონდის მიერ (GCF) დაფინანსებული ახალი პროექტი „ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში ტყის დეგრადაციის შედეგად სათბური აირების გამოყოფის შემცირებისთვის“, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოსახლეობის შეშაზე დამოკიდებულების შემცირებას, მის მდგრად გამოყენებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერას, მუნიციპალური ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა და საელჩოების წარმომადგენლები. დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს ახალი ტყის კოდექსის დამტკიცების მნიშვნელობას.

ცნობისთვის, ეროვნული სატყეო პროგრამის განხორციელების პროცესს მხარს უჭერს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელი (CENN).

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.