მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საცალო და საბითუმო ვაჭრობა - რეკომენდაციები

საცალო და საბითუმო ვაჭრობა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს ინფორმაციას საცალო და საბითუმო ვაჭრობასთან დაკავშირებით.

ძირითადი რეკომენდაციები დასაქმებულთა მიმართ:

⭕ სამუშაოს დაწყებამდე ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, განახორციელონ
ყოველდღიური თერმოსკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ)

⭕ შეზღუდონ მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე

⭕ დააწესონ კონტროლი და შეიმუშაონ შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე.
ობიექტის ყოველ 5მ (კვადრატი) ფართობზე მხოლოდ 1 მომხმარებელი უნდა იმყოფებოდეს

⭕ თანამშრომლები/მომხმარებლები უზრუნველყონ კოლექტიური დაცვის საშუალებებით: დეზობარიერი - შესასვლელში, ასევე, სასადილო ფართის წინ, დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - სალაროებთან და გადახდის სხვა ადგილებზე

⭕ არ დაუშვან სამუშაო სივრცეში პირი, რომელიც არ არის აღჭურვილი სათანადო ინდივიდუალური
დაცვის საშუალებებით. სავალდებულოა პირბადის გამოყენება

⭕ დასაქმებულებს და სხვა პირებს მიაწოდონ ინფორმაცია COVID 19 ვირუსთან დაკავშირებული ყველა
საკითხისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო ვიდეო სისტემის
მეშვეობით)

⭕ განათავსონ ჰიგიენური საშუალებებით დაცვის ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია
სათანადო ადგილას, მათ შორის ხელის დაბანის, პირბადის მორგების, ტარების და მოცილების წესები და ა.შ.

დამსაქმებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები COVID 19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

⭕ მიაწოდეთ ინფორმაცია ყველა თანამშრომელს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და
ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ

⭕ პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყავით დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი
ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება (არანაკლებ 3 ჯერ), ხოლო ბუნებრივი
ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში სამუშაო ფართო აღჭურვეთ ხელოვნური ვენტილაციის
სისტემით, გარედან შემოსული ჰაერის გაზრდილი უზრუნველყოფით

⭕ ჩაატარეთ დეზინფექციის სამუშაოები პერიოდულად, სამუშაოს შუალედში და სამუშაოს დასრულების
შემდგომ ყოველდღიურად

⭕ მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესეთ სანიტარული შესვენებები.

არსებული რეკომენდაციები იხილეთ ვრცლად ბმულზე.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ორთვიანი შეზღუდვები

რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით?