მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 123 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა საგენტო

მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში  კიდევ 123  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

აღნიშნული ოჯახები,  საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ. 

ბინების დაკანონების  შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო. 

კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც,  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.

დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.