მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციიდან მიმავალი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - არიან დაღუპულები

ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-შავშების გზაზე

თბილისი სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ.

Pia.ge-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. დაშავებულთაგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრები 29 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელ აქციაზე იმყოფებოდნენ.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 მუხლით დაიწყო.