მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსში თინათინ ბერძენიშვილი ლიდერობს

საზოგადოებრივი  მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი გააგრძელებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, ალექსანდრე ვახტანგოვი.

ხმების გადანაწილება:

  • თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა
  • ირმა სოხაძე - 7 ხმა
  • ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა
  • ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა

„ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში მონაწილეობდა რვა კანდიდატი, ალექსანდრე ვახტანგოვი, რევაზი შალიბაშვილი, გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, ირმა სოხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, თამაზ ბიბილური“ ,- აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მიმართვა პირველი არხის სამეურვეო საბჭომ უკვე დააკმაყოფილა. პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.