მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

112-ის შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა „112“-ის შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრებისა და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ტარდება.