მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სექტას ემსგავსებიან“ - მეუფე იაკობი ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე

მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

მეუფე იაკობის თქმით, მეუფე სტეფანეს არასწორად მოიხსენიებდნენ.

„თუ ნახავთ კონკრეტულ პირებს მიხვდებით, რომ სხვები იყვნენ ჩარეულები და არ შეიძლებოდა ის მრევლი ყოფილიყო. იქ ძალიან ცოტა იყო ადგილობრივი. სხვები იყვნენ ჩარეულები. ამოვიცანით როგორ არა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ერთ-ერთი პირი, რომელიც გუშინ ჭყონდიდში პროცესებს მართავდა იყო თუ არა მეუფე პეტრე ? ამ კითხვის საპასუხოდ ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ მეუფე პეტრეს ლიდერად, ხოლო მეუფე სტეფანეს არასწორად მოიხსენიებდნენ.

„მეუფე სტეფანეს არასწორად მოიხსენიებდნენ და თავიანთ ლიდერად მოიხსენიებდნენ პეტრეს. ისინი უკვე სექტას ემსგავსებიან სამწუხაროდ. ცუდი რაც მოხდა ვნახეთ, როცა შეჭრას ცდილობდნენ“, - დასძინა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში, მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა. ინციდენტისას რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი შენობის აივნიდან გადაცვივდნენ.

ადგილზე შეკრებილმა მრევლმა სტეფანე კალაიჯიშვილისგან ეპარქიის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.

ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს