მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შესრულდება

ჯორჯიან ეარვეისი

Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩარტერული რეისი შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:

თბილისი 09:30 - ბერლინი 11:30
ბერლინი 12:20 - თბილისი 17:50

ერთი გზის ღირებულება 199 ევროა.

„აღნიშნული რეისით სარგებლობა შეუძლიათ მათ, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად, ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურს სამშობლოში დაბრუნება.

ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.