საზოგადოება

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა

სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა
16:47 ხუთ. 16 ივლისი
დაკოპირებულია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წესები ვრცელდება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედ ოპერატორებზე და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლს სემეკი განახორციელებს.

„განცალკევების ვალდებულება ეკისრებათ ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ენერგეტიკულ საქმიანობას. წესების მიხედვით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება. ვერტიკალურად ინტეგრირებულმა საწარმოებმა განცალკევება უნდა განახორციელონ მიმდინარე წლის ბოლომდე.

წესები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ საწარმოებზე (საწარმო, რომელიც ენერგეტიკული საქმიანობის გარდა ახორციელებს სხვა არაენერგეტიკულ საქმიანობას) ასევე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია განცალკევების ვალდებულება არ შეეხოს იმ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ენერგეტიკულ საწარმოს, რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება.

წესების მიხედვით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში დადგინდება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების სავალდებულო კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობა. განისაზღვრა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის შემუშავებასთან, დანერგვასთან, წარდგენასთან, მიღებასა და გამოქვეყნებასთან, ასევე, შესაბამისობის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების საფუძველზე. წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციებისა და დირექტივების სრული დაცვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 23 ნოემბერი 2020

კორონავირუსის ვაქცინა, იძულებით გადაადგი...

[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] კაჭკაჭები და ყვავები ბეწვიდან ტკიპებით იკვ...
22:11 ორშ. 23 ნოემბერი
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფ...
00:07
„გვყავს 27 წლის ქალი, რომელსაც 35-ე კვირას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სასიცოცხლო ჩვენებით. ამ ეტაპზე ს...
23:57 ორშ. 23 ნოემბერი
👉 რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში? მსოფლიო ურთულესი გამოწვევის, კორონაპანდემიის წინაშე დგას. ამ ფონზ...
23:44 ორშ. 23 ნოემბერი
ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რუსი...
23:22 ორშ. 23 ნოემბერი
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ჟურნალისტებთან

ერთმანეთთან ქიშპობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წა...

მისი თქმით, ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან პანდემიის პირობებში გადარჩნენ. „თუ ერთმ...
21:56 ორშ. 23 ნოემბერი
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციისთვის ქუჩაში დ...
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარლამენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად ლეგ...
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
24-25 ნოემბერს, რეგიონული კონფერენცია ,,...
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო, როგორც მ...
18:20 ორშ. 23 ნოემბერი
საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთ...
ბოლო 1 კვირაში 100 ათას მოსახლეზე 95.9 ადამიანი ინფიცირდა. რაც ყველაზე დიდი მაჩვ...