მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სემეკმა ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი დაამტკიცა

სემეკმა მრიცხველების წაკითხვის დისტანციური წესი შეიმუშავა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის შეტყობინების თაობაზე წესები დაამტკიცა, - ამის შესახებ სემეკის მერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, წესები ადგენს ელექტროენერგეტიკული, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებსა და პროცედურულ მოთხოვნებს.

„წესები შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: ლიცენზირების წესებისგან და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისგან. ახალი რეგულაციით ლიცენზიის მაძიებლისა და ლიცენზიატისთვის განისაზღვრა სავალდებულოდ შესასრულებელი პირობები. წესების მიხედვით, კომპანიები, რომლებიც ენერგეტიკულ საქმიანობას ახორციელებენ, მაგრამ, კანონმდებლობის თანახმად, არ საჭიროებენ ლიცენზირებას, ვალდებულნი არიან, შეატყობინონ კომისიას არალიცენზირებადი საქმიანობის შესახებ. ეს საქმიანობებია: ელექტროენერგიის წარმოება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის მიწოდება და ვაჭრობა.

სემეკის მიერ წესების მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონით, რომელშიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს მიერთების ოქმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.