მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგეი გავრილოვი განცხადებას ავრცელებს

გავრილოვის განცხადება

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 2019 წლის 20 ივნისი მოლენებიდან ერთი წლის თავზე განცხადებას აკეთებს. გავრილოვი წერს რომ ქართული მხარის მიერ ბოდიშის მოხდა აუცილებელია.

„ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ გადავლახოთ ეს მძიმე სიტუაცია. მჯერა, რომ რიგირთმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ ჩვენთვის ახლობელი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, შეაჩერონ ისინი, ვინც შარშან აწყობდა სახელწმიფო გადატარილებას, ანტიმართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული და რუსოფობიური ლოზუნგებით.

ჩვენ არ მოვითხოვთ პატიებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბოდიში აუცილებელია, ასამბლეის მონაწილე დეპუტატებისთვის, რუსეთისთვის და რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის. ასევე აუცილებელია სიმამაცე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.

გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშირების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძვებეულ ყოფილ პრეზიენტთან ერთად ცდილობენ გაანადგურონ დემოკრატია და იყოს საქართველოში ავტორიტარიზმი.

მჯერა, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია, რუსეთთან ურთიერთპატივსცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ბინძური პროვოკაციების მომწყობებს უნდა დაეკისროთ პასუხიმსგებლობა.

ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ ავაშენოთ ურთიერთობები განათლების, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის საკითხებში, ეს არის სტრატეგიული მიმართულება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ არ გვახსოვს წყენა, ჩვენ გვახსოვს ხალხის და დეპუტატების სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამდნენ ჩვენ მიმართ საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ძალოვნები, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი სიცოცხლე. ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯი, რომ ჩვენი ძმობა გაგრძელდეს არა კულუარებში, არამედ ღიად“, - ნათქვემია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.



2019 წლის 20 და 21 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას თბილისში საპროტესტო გამოსვლები და დარბევა მოყვა.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.