მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შაქარაშვილის ბიძა: დნმ-ის ნიმუში თუ დაემთხვა ვინმეს ნიმუშს, ეს იქნება გამართული მკვლელობა

დაღუპული ფეხბურთელის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილს თავის ქალა ჩატეხილი ჰქონდა, სიცრუეა. მისივე თქმით, დაღუპულს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნებოდა, მაგრამ არა მოტეხილობების სახით.

„ველოდები არა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზას, არამედ გენეტიკურსაც. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ხიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაზე აღმოჩნდება ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირის დეენემი და ამავდროულად, გაირკვევა, რომ გიორგის დაზიანებები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული, მას ვეღარაფერი გადაარჩენს. ეს იქნება გამართული მკვლელობა,“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე „ტვ პირველის“ ეთერში.

19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.