მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღისა საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მცხეთა, მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, პირველ მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გივი გიუტაშვილთან ერთად, არმაზის დასახლებაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს პირადად გაეცნო.

ასევე, მოინახულა სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები. შალვა კერესელიძე კონტრაქტორი კომპანიის მშენებლებს გაესაუბრა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით მცხეთა-მთიანეთში სამუშაოები აქტიურად გრძელდება. შენდება და რეაბილიტაცია უტარდება სკოლებსა და საბავშვო ბაღებს რეგიონის მასშტაბით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაოები ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულდეს. რეგიონში სულ უფრო მეტ აღსაზრდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა სკოლამდელი და სასკოლო განათლება კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს“ - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.