მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შატილის ტრაგედიაში გადარჩენილები ავარიის დღეს იხსენებენ

შატილის ტრაგედია

შატილის ავარიაში დაშავებულმა ერთ-ერთმა გადარჩენილმა პაციენტმა კლინიკა 26 სექტემბერს დატოვა, როგორც ცნობილია 2 პაციენტს კლინიკა ამავე დღეს უნდა დაეტოვებინა.

საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების თქმით, გადარჩენილ 3 პაციენტს აქვს ამნეზია და საბედისწერო დღის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

„ჩემი მეხსიერება წყდება იმ მომენტში, როდესაც თაფლის საყიდლად გავჩერდით, მეტი არაფერი მახსოვს. ვიხსენებ, რომ ქარი იყო და ბევრი ვიწვალეთ ფოტოების გადასაღებად.

ასევე ვიხსენებ, რომ ვერ ვისადილეთ და ამიტომ გვინდოდა ქვემოთ ჩამოვსულიყავით“, - აღნიშნა შატილის ტრაგედიისას ერთ-ერთმა გადარჩენილმა ნატალია თხელიძემ.

ნატალიას მსგავსად, შემთხვევიდან 10 დღის შემდეგ მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს საბედისწერო შემთხვევის კიდევ 2 მგზავრი.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პაციენტებს დანარჩენ მგზავრებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, მათ არ იციან, რომ ერთ მათგანს და მეორეს მეგობარი, მესამეს კი თანამშრომლები დაეღუპათ.

როგორც თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ამბობს, ასეთ შედეგს მოკლე პერიოდში ნამდვილად არ ელოდნენ.

ინფორმაციისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი 80 მეტრი სიმაღლიდან 23 აგვისტოს გადავარდა. ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.