მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შავ ზღვაში დახრჩობას ერთ თვეში 180-მდე ადამიანი გადაურჩა

შავი ზღვა მზის ჩასვლისას

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადარჩენის ოპერაცია 21 შემთხვევაში 4-ბალიანი შტორმის დროს ჩატარდა. ამავდროულად, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. ასევე მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ - დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, - ნათქვამია საგანეგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.