მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები ქორწილების დაშვებას ითხოვენ

თვითდასაქმებულებმა კითხვებით მარინა ეზუგბაიას მიამრთეს, 9 ივლისი 2020 წ.

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, ივენთკომპანიის წარმომადგენლები, ბენდები ქორწილების დაშვებას ითხოვენ.

მათ აქცია-პერფორმანსიც გამართეს, თუმცა რეაგირების გარეშე დარჩნენ. დღეს კი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორთან მარინა ეზუგბაიასთან მივიდნენ და ჰკითხეს, რატომ არ არის დაშვებული ქორწილების გადახდა, მაშინ როდესაც რესტორნებში და ღია სივრცეებში ფართომასშტაბიანი თავყრილობები იმართება, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

როგორც PIA.GE-სთან ფოტოგრაფი გიორგი სოლომნიშვილი ამბობს, ისინი თითქმის 5 თვეა შემოსავლის გარეშე არიან.

„მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გვქონდა. თუმცა არავინ შეგვხვდა. გადავწყვიტეთ დღეს მარინა ეზუგბაიასთან მივსულიყავით, რადგან მედიასთან გარეთ გამოდის და შესაძლებელი იყო მასთან კითხვის დასმა. გვაქვს კითხვა, რესტორანში დაშვებულია შესვლა, იკრიბებიან ადამიანები, ამ პირობებში რატომ არ შეიძლება 100 კაციანი, ან თუნდაც 50 კაციანი ქორწილების გადახდა. რატომ არ შეიძლება ჩვენი საქმე ვაკეთოთ? დაუშვან ქორწილები, რომ ჩვენ გადაღების შესაძლებლობა მოგვეცეს და შემოსავალიც გვქონდეს. რა თქმა უნდა, წესებს დავიცავთ და ისე გადავიღებთ, მაგრამ უარს ამბობენ. უმუშევრები ვართ თითქმის 4-5 თვეა. ბანკის ვალები გვაქვს“,- აღნიშნა ფოტოგრაფმა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ მასთან მისულებს უთხრა, არ აქვს იმის მტკიცებულება, სად ტარდება 200-300 კაციანი შეკრებები. ინფექციონისტის თქმით, რეგულაციები ყველამ უნდა დაიცვას.

ცნობისთვის, რესტორნებში ქორწილების, დაბადების დღეებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების აღნიშვნა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ აიკრძალა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა, თუმცა, ეს ფართომასშტაბიან თავყრილობებს არ შეხებია - როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

მთავრობას უფლებამოსილება აქვს, ეს შეზღუდვები 2020 წლის 15 ივლისამდე დააწესოს, თუმცა არ გამოირიცხება ეს უფლებამოსილება გახანგრძლივდეს.

tvitdasakmebulebis-aktsia-inphektsiurtan_o_h.jpeg

tvitdasakmebulebis-aktsia-inphektsiurtan_o_h.jpeg

tvitdasakmebulebis-aktsia-inphektsiurtan_o_h.jpeg

tvitdasakmebulebis-aktsia-inphektsiurtan_o_h.jpeg