მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

შერატონის მზარეულებმა სასტუმროში კარანტინში მყოფ სტუმრებს სიურპრიზი მოუწყვეს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.

ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი გახლავთ. მათ, ვინც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 2 კვირა თვითიზოლაციაში დაჰყოფს, ნამდვილად გაუმართლათ. კომფორტისა და ძველი თბილისის ხედებით ტკბობისას დრო ალბათ მალე გადის და, შესაბამისად, თვითიზოლაციაც უფრო მარტივი ხდება. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, „შერატონ გრანდი“ თავის სტუმრებს სხვადასხვა სიურპრიზებით ანებივრებს.

გუშინ, ჩვეული ვახშმის მოლოდინში, სტუმრებს სპეციალურად მათთვის მოწვეულმა ცნობილმა შეფ-მზარეულმა, გურამ ბაღდოშვილმა, სასტუმროს ხმოვანი სისტემის საშუალებით მიმართა, ამცნო, რომ მათ ვახშამს სწორედ ის მოუმზადებდა და სტუმრებს ჯანმრთელობა უსურვა. „მე მჯერა, რომ გემრიელი კერძი კარგი განწყობის გარანტი ნამდვილად არის, ყველას ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ“, აღნიშნა გურამ ბაღდოშვილმა.

შეფ-მზარეულმა ვახშამი თავისი იმპროვიზაციით მოამზადა და დამსახურებული კომპლიმენტებიც დისტანციურად მიიღო.