მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო

მთავრობის ადმინისტრაცის შენობა

დღეიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

დასაშვები გახდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. მუშაობას განაახლებენ ტაქსები. აღდგება ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე. ფუნქციონირებას განაახლებენ ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

ავტომობილით გადაადგილება და დასაშვები ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძელებლი იქნება მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.

საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვები 6 ეტაპად მოიხსნება. ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირა იქნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.

"ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, გაუქმებული შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდება ან მომდევნო ეტაპზე გადასვლა გადავადდება", - აცხადებენ მთავრობაში.