მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზლონგზე ერთჯერადი გადასაფარებელი გამოიყენეთ - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია

შეზლონგი ზღვაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსი წყალში გადამდები არ არის, შესაბამისად ზღვაში ბანაობა საფრთხეს არ შეიცავს.

თუმცა, მისი რეკომენდაციაა, შეზლონგები გამოყენების შემდეგ სველი წესით დამუშავდეს და გამოიყენონ ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებელი.

"კორონავირუსის წყლით გადადება არ ხდება, იქ საფრთხილოა ზედაპირი, მათ შორის შეზლონგები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ინფიცირებულმა ადამიანმა. შეზლონგები ხმარების შემდეგ კარგად, სველი წესით უნდა დამუშავდეს. ამასთან, იქნება ეს აუზი თუ ზღვა, შესაბამისმა მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს ერთჯერადი ქაღალდის გადასაფარებელი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტვ "პირველის" ეთერში.