მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეზღუდვები, რომელიც პირველი თებერვლიდან იხსნება

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნა, 2020 წ.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები იხსნება. 

PIA.GE გაგაცნობთ ყველა შეზღუდვას, რომელიც ხვალიდან მოიხსნება:

✔️ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.

✔️ აჭარაში კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება.

✔️ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლებში სწავლა აღდგება.

✔️ რეგულარული ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება.

✔️ თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

ინფორმაციისთვის, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება,

ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

ბიზნესს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.