მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა აქციას – „დედამიწის საათი“

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლობალური გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ - სოლიდარობა გამოუცხადა და ადმინისტრაციულ შენობებზე  განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე  გამორთო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შეუერთდა ყოველწლიურ კამპანიას, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს.

ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔶 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა

🔶 პარლამენტის შენობაში და მის ფასადზე ელექტროენერგია ერთი საათით გაითიშა

🔶 ორბელიანების სასახლის განათება დღეს ერთი საათით გაითიშება