საზოგადოება

შოთა ბურჯანაძე: კოვიდ უსაფრთხო სტატუსი ქვეყნისთვისაც პრიორიტეტია

შოთა ბურჯანაძე
1620226656
დაკოპირებულია

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია მოხდება და მთავრობა მათ უსაფრთხო სტუმარ-მასპინძლობის სანაცვლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას გაუწევს.

ნათია თურნავას განცხადებით, სასტუმროებს და რესტორნებს სრული მზადყოფნა აქვთ, ითანამშრომლონ ეკონომიკის სამინისტროსთან და შექმნან უსაფრთხო სივრცეები ტურისტებისა და დამსაქმებლისთვის.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, ეს ფაქტი მისასალმებელია ტურიზმის სექტორისათვის და ასოციაციების სახელით ვაქცინაციაში ჩასართავად მზადყოფნას გამოხატავს.

„ეს ფაქტი არის მისასალმებელი, ახლა უკვე მენეჯმენტის საქმე არის განსახილველი. დაახლოებით 3 დღეში იგეგმება სფეროს წარმომადგენლების აცრა, ვისაც სურვილი ექნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა.

ჩემი აზრით, ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია და წარმოადგენს გადარჩენის გზას. აღნიშნული იდეა გაჟღერდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი ექნება ვაქცინაციის, რომ გარკვეული ბენეფიტები მიიღოს როგორც სახელმწიფოსაგან, ასევე, კერძო სტრუქტურებიდან.

კოვიდ უსაფრთხო სტატუსი, არის ქვეყნისთვისაც პრიორიტეტი და ტურისტები ინფორმირებული იქნებიან საქართველოს შესახებ“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ინფორმაციისათვის, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა, შეხვედრაზე სარესტორნო და ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან ვაქცინაციის პროცესისადმი მზადყოფნა დაფიქსირდა.

მინისტრის განცხადებით, ის ორგანიზაციები და კომპანიები ვინც იქნებიან ვაქცინით აცრილი, ჩაითვლებიან კოვიდ უსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ გავუწევთ მათ პრომოუშენს. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვაქცინაციის პროცესში, ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული“ - ნათია თურნავა

✅ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.