მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოთა ბურჯანაძე: რესტორნების დახურვა ეპიდვითარებას ვერ შეცვლის, მაგრამ ბიზნესს სრულად გაანადგურებს

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი

მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელ დამატებითი ღონისძიებებსა და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას შეეხო.

„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის თქმით, ახლა ამ ეტაპზე დამატებითი წნეხია ის არასწორი ინფორმაციები, რომელიც „ლოკდაუნის“ გამოცხადებას ეხება.

ბურჯანაძის თქმით, მინისტრები ფიქრობენ, რომ რესტორანი, როგორც სოციალური თავშეყრის ადგილი, ვირუსის გავრცელების კუთხით ხელშემწყობია.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა.

„ჩემი მხრიდან ამ მოსაზრების საწინააღმდეგო აზრი გამოითქვა. დღეს რესტორნები იმდენად ცარიელია კორონავირუსის გავრცელება შეიძლება უფრო სხვა ადგილებში ვეძიოთ, ჩამოქცეულ ჯანდაცვის სისტემაში, სადაც პაციენტებს ვერ აუდიან. იგივენაირი სიტუაციაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იქნება ეს მეტრო თუ ავტობუსი, ვერ ხდება დისტანციის დაცვა.

ბევრი რესტორანი წაგებაზე მუშაობს. იმიტომ რომ სრულად დაკეტვის შემთხვევაში უფრო მეტი გადასახადი ექნება“, - აცხადებს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, მინისტრებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რესტორნების დახურვა ეპიდვითარებას ვერ შეცვლის, მაგრამ ბიზნესს სრულად გაანადგურებს.

ბურჯანაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ლოქდაუნი“ გამოცხადდება განსაკუთრებით ის თანამშრომლები აღმოჩნდებიან ცუდ სიტუაციაში, რომლებიც ანაზღაურებას ყოველდღიურად იღებენ.

„აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ადამიანებზე უნდა ვიფიქროთ. უნდა შევძლოთ ის, რომ მათ არ შეექმნათ ამ შეზღუდვით გარკვეული პრობლემა“, - დასძინა შოთა ბურჯანაძემ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, 3 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობა აიკრძალა.