მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შპს „თბილისი ენერჯი“ მეხსიერების მოდულების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

კორონავირუსი, საგანგებო, გაზი

შესასყიდი მეხსიერების მოდულების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ აცხადებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეს გამოცდილება, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

ბ) იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო–ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

დ) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია).

ე) გააჩნდეს შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო უფლებაუნარიანობა;

ვ) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, შესყიდვების სამსახური, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

სატენდერო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა - 2020 წლის 13 ნოემბერი, 18:00 საათი.

სატენდერო განაცხადების კონვერტები სავარაუდოდ გაიხსნება 2020 წლის 16 ნოემბერს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]