მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრის მოადგილე „მიგრაციის ქსელის“ ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო

შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე,  ნინო ცაციაშვილი  გაეროს მიერ შექმნილი „მიგრაციის ქსელის“ ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „მიგრაციის ქსელი“ უზრუნველყოფს გაეროს სტრუქტურული ერთეულების (RCO, IOM, UNHCR, UNICEF, UN WOMEN, UNDP, ILO, UNFPA და სხვა) კოორდინირებულ საქმიანობას და ერთიან კომუნიკაციას შესაბამის სტრუქტურებთან.

„აღნიშნული ქსელის მიზანია მიგრაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობასა და სიახლეებზე მის წევრებს შორის ინფორმაციის მუდმივი გაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება მიგრაციის კომისიასთან, საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე,  საქართველოს მთავრობის ეფექტიანი მხარდაჭერა მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებაში და სხვ. ქსელის კოორდინატორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)“,- აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ცნობით, ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - საბინა მახლი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე - ნინო ცაციაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე და სხვები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.