საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილეები მესტიაში გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახის წევრებს შეხვდნენ

მინისტრის მოადგილეები მესტიის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახის წევრებს შეხვდნენ
00:11 01.08
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და ვლადიმერ ბორცვაძე სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის მშობლებს შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში“, - აცხადებენ უწყებაში.

საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას მაშველების მიერ დათვალიერებულია: სოფელ ქაშვეთის ტერიტორია, მდინარე მესტიაჭალის ნაპირები და ე.წ მაშრიჭალას ტყის მიმდებარე ტერიტორიები, სოფელ ბეჩოდან ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით, მდინარე ენგურის ნაპირები, ფერდობები და ხევები, სოფელ ხოკოს მიმდებარედ არსებული უმოქმედო, ძველი გვირაბები, სოფელ ლატალის, ლენჯერის, ლახამურასა და ჯორკვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობები და ხევები. მაშველების მიერ ასევე დათვალიერებულია სოფლები: სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი,ქურელი, ფარი, ზემო და ქვემო ლუხა, ლახამულა , ნოდაში , მაგარდი , ლეზგარა , სვიფი, ღვებალდი და იქ არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები, ასევე სოფელ ლენჯერის N 1და N2 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, მესტიის, ლატალის და ლემსიის მთა, უბანი მეგვირი, სოფელ ლაღამიდან სოფელ ლანჩვალამდე, ლანჩვალიდან სოკოს უბნამდე და ლატალიდან ბეჩოს მიმართულებით არსებული ტერიტორია. მაშველებმა განახორციელეს სოფელ ხაიშიდან ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიების, ჭუბერის მიმდებარედ წყალსაცავიდან მდინარე ენგურის გაყოლებაზე ნაპირების და მესტიის საბაგიროს მიმდებარედ ტყის მასივის მონიტორინგი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ასევე მოხდა „ენგურჰესის“ წყალსაცავის ზედაპირული დათვალიერება. მაშველებმა დაათვალიერეს სოფელ ეცერში შავი ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირები, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები და სოფელ ჰებუთის და ჰაწვალის მთაზე ტყის მასივი, ასევე ამ ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები მდინარის ნაპირებამდე და ალპურ ზონებამდე.

„ასევე შემოწმებულია მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

პარალელურად, მაშველების მიერ სრულად არის დათვალიერებული მესტიიდან ზუგდიდამდე არსებული ცენტრალური მაგისტრალის 136 კილომეტრიანი მონაკვეთი. მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, სამართალდამცველების მიერ მოწმდება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თეონა თამაზაშვილის დედა

ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ აშშ-ის საელჩოსთ...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ხვალ, 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქციას...
ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი...
21:12 03.08
დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტი...
21:02 03.08
„საქართველოს რკინიგზისა“ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ...
20:52 03.08
ბიზნესმენი გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესო...
20:09 03.08
საქართველოს ბანკის ქეშბექი ბიზნესს საქართველოს ბანკი ბიზნესს ახალ „ქეშბექს“ სთავ...
საქართველოს ბანკი ბიზნესებს, საქმიანობის გამარტივების მიზნით, ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე- cas...
Microsoft-ს Tik Tok-ის შესაძენად 45 დღია...
ტრამპმა ჩინურ Tik Tok-ს 45 დღანი ვადა მისცა, რათა ბიზნესი Microsoft-ს მიყიდოს და...
პატრიარქმა ბაჩალიაშვილის ოჯახს წესის აგე...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ახალგაზრდა პროგრამისტს თამარ ბაჩალიაშვილს წესს...
მერაბ ქვარაია: უგულავას ზუგდიდში გამარჯვ...
პარლამენტის წევრი, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია „ევროპული საქართველოს“ გე...