საზოგადოება

შსს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასულ სიუჟეტს განცხადებით ეხმაურება

შსს-ს სტრატეგიული
კომუნიკაციების
დეპარტამენტის განცხადება
1611428769
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაცემის ანონსის გასვლამდე, არც გადაცემის და არც კონკრეტული სიუჟეტის ავტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არ დაკავშირებიან და ანონსიდანვე მტკიცებით ფორმაში განავითარეს აზრი, რომ პოლიციელები არღვევენ კანონს და მფარველობენ პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს.

„მხოლოდ ანონსის გასვლის შემდეგ, გადაცემის და სიუჟეტის ავტორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კონკრეტული სახელის და გვარის ადამიანების შესახებ გადაამოწმეს ინფორმაცია და იკითხეს, იყვნენ თუ არა ისინი პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ეკუთვნოდათ თუ არა მათ სოციალური ქსელის კონკრეტული პერსონალური გვერდები. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მათ მიერ დასახელებული არც ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდეთ, მათ მტკიცებით ფორმაში განაცხადეს, რომ მათ მიერ დასახელებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან.

რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ ფოტოს, რომელიც ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდიდან აიღეს და მასზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ვინმე ბექა შელია არის პოლიციის თანამშრომელი, ეს ინფორმაცია არის სიცრუე და ფოტოზე ასახული პირი არ არის ბექა შელია. უფრო მეტიც, აღნიშნული ფოტო არის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი საიმიჯო ფოტო და მისი გამოყენება ღია წყაროებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მედიის მხრიდან მცდელობა, მტკიცებით ფორმაში საუბრით მაყურებელი დაარწმუნონ პოლიციელთა ვითომ უკანონო საქმიანობაში, არის საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და სიცრუის ტირაჟირება. არა მხოლოდ აღნიშნული მედიასაშუალების, არამედ სხვა ტელეკომპანიების მიერ, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, განსაკუთრებული აქტიურობით ხდება ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება. აღნიშნული არის თავდასხმა პოლიციაზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას“, - აღნიშნულია განცხადებაში

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.

1614354509

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

1614353394

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს. 

1614353152

„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 

1614349996
ერდოღანი სომხეთზე

ერდოღანმა სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდ...

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკების მიერ...

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 37.6 მლრდ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ ი...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, გარკვეული ბალანსი და კომპრომისი უნდა შედგეს.

ეროვნული ბანკი: 2021 წლის იანვარში წლიურ...

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.