მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-ს მომსახურების სააგენტომ ყველა სახის სერვისი განაახლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1-ლი ივნისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება.

შსს-ს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.