საზოგადოება

შსს-ს თანამშრომლებს კარდიოლოგიური გამოკვლევები უტარდებათ

შსს- ს კარდიოლოგიური კვლევები
10:21 18.10
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები უტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო მომსახურეობას თანამშრომლები შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურსა და აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე იღებენ.

პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ღონისძიებების ჩატარება. პროფილაქტიკური კარდიოლოგიური კვლევები უტარდებათ, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში მომუშავე პოლიციელებს და მათი ოჯახის წევრებს.

კვლევებს აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მობილური ჯგუფები ატარებენ.

ინფორმაციისთვის, კარდიოლოგიის ცენტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შორის მემორანდუმი 2019 წელს გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, პროფილაქტიკური კარდიოლოგიური კვლევები 2 წლის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში 3000-მდე ადამიანმა ჩაიტარა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დ...
27 წუთის წინ
„საქართველოსთვის, მათ შორის რა თქმა უნდა, ფოთისთვისაც თევზჭერის დარგი ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია, რ...
48 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ...
56 წუთის წინ
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა...
21:37
თურნავა გაზიფიცირებაზე

თურნავა: ჩვენ შევუსრულეთ დანაპირები საქართველ...

საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გ...
პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გ...
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბე...
19:02
ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების...
ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი კორონავირუსით გარდაიცვალა. 45...
ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეების შ...
დღეიდან, ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივად...