მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის ხარისხის ნიშნის მქონე პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

შვეიცარიული სკოლა

განათლების სამინისტრო და საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია ,,სასტუმროს ოთახების მართვის" პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამა შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის გამოცდილების გათვალისწინებითაა შემუშავებული. ის ფეროს წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდება.

პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებენ. აღნიშნული მოკლევადიანი პროგრამა ფინანსდება საქართველოს, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

პროგრამაზე რეგისტრაცია 16 ივნისის ჩათვლით შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge. სწავლა რეგისტრაციის დასრულებისთანავე დაიწყება და 18 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით პროგრამის თეორიული კომპონენტი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ხოლო პრაქტიკული, საირმის სასტუმროში.

საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია გასულ წელს საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა და რეგიონული ჰაბის როლს ასრულებს.

აკადემია წელიწადში ტურიზმის სფეროში.200 ახალგაზრდას, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც ამზადებს.