მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შვილებს ვერ მოვაშიებთ“ - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

მორიგი აქცია მტავრობის ადმინისტრაციასთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

„ჩვენს შვილებს ვერ მოვაშიებთ“, „უკანონო ლოქდაუნი“, „ხელისუფლებამ გაწირა ადამიანები“, „ხელისუფლებას არ სჭირდება ღატიკი ფენა“ - ამ ტრანსპარანტებით არიან შეკრებილი რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან გარემოვაჭრეები. მათ პროტესტის ნიშნად სავაჭრო ნივთები აქვთ მოტანილი.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, პროტესტის გარდა სხვა გზა არ დარჩა/

„მიმაჩნია, რომ ჩაკეტვები არ შეიძლება მთავარ მეთოდად იქცეს კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოროტად იყენებს ამ ჩაკეტილობას.

ქვეყანა უნდა გაიხსნას. ვაპროტესტებთ იმას, რომ არ ხსნიან. რაც ყველაზე მთავარია, სამწუხაროდ გახსნისთვის არც არიან მომზადებული. მაგალითად, უნდა გაიხსნას სკოლა და შესაბამისი პირობები უნდა იყოს მომზადებული. ასევე უნდა გაიხსნას ტრანსპორტი და შესაბამისი პირობები უნდა იყოს მომზადებული“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა