მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინანულისთვის თვითონ უნდა განამწესონ მონასტერში“ - მონაზონი სოსანა მეუფე სტეფანეზე

მონაზონი სოსანა

„ამ ეპისკოპოსს არ უნდა ანდოს ადამიანმა სული, ეს ეპისკოპოსი სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ყველანაირ ეპარქიას და თანამდებობებს და სინანულისთვის თვითონ უნდა განამწესონ მონასტერში. სად არის ამ დროს კათოლიკოს პატრიარქი, სად არიან სინოდის წევრები?“, - ამის შესახებ მონაზონმა სოსანამ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანესთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, მეუფე სტეფანემ ის მონასტერში სინანულისთვის უსამართლოდ გაამწესა.

„გუშინ დამატოვებინეს მონასტერი მხოლოდ იმისთვის, რომ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე მტკივა გული. თუ ლასურიაში გამიშვა, რატომ არ უნდა გამეთენებინა ერთი რამე მონასტერში, თუ ფეხით უნდა წავსულიყავი ამ მონასტერში კურთხევის შესასრულებლად? აზრს მოკლებულია მისი განცხადებები და ქმედებები. კანონების და ქრისტიანული დოგმატების მიხედვით მას არ ჰქონდა არანაირი კურთხევა, ძალიან ბევრი კურთხევა აქვს დარღვეული, საერთოდ მთლიანად გაანადგურა ქრისტეს მცნებები და არასწორად ქადაგებს“, - აღნიშნა მონაზონმა.

ინფორმაციისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ლევან აბაშიძე დედა სოსანაზე: ის არ არის ჭეშმარიტი მონაზონი

„ჭყონდიდის ეპარქიაში ამაოხრებელი მიავლინეს“ - აქცია საპატრიარქოსთან

მამა ანდრია სარია: რა ვერდიქტს გამოიტანენ ჩემ მიმართ, ეს ჭყონდიდის ეპარქიაში რეალობას ვერ შეცვლის