მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოდალური კომისია მამა ადრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ დასკვნას დადებს“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე სინოდალურმა კომისიამ მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ იმსჯელა, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კომისიის დასკვნის საფუძველი სხდომაზე მიწვეულ მამა ანდრიასაც განემარტა.

„დღეს შედგა სხდომა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხებს, ყურადღება გამახვილდა და მოწვეული იყო მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია. მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას.

იცი, რომ მას ადრე მიეცა შენიშვნა, შემდგომში მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იმავე ქცევების გამო დღეს შედგა კომისია. მას განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და დასკვნას და რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს ეს გადაეცემა პატრიარქს“, - აღნიშნა მამა ანდრიამ.

მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მამა ანდრია საჯარო განცხადებებში შეურაცხყოფდა პატრიარქსა და სინოდის წევრებს, რაც სასულიერო პირის მღვდელმსახურებიდან განკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მცეთა-მთიანეთის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე მამა ანდრია სარიას ბოლოდროინდელ განცხადებებზე იმსჯელეს. სხდომას თავად მამა ანდრიაც ესწრებოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

მამა ანდრია სარია: რა ვერდიქტს გამოიტანენ ჩემ მიმართ, ეს ჭყონდიდის ეპარქიაში რეალობას ვერ შეცვლის