მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სხვადასხვა რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაღების ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„ტენდერი გამოცხადდა ქ. გორში, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ქ. ახალციხეში, რუსთაველის ქ. N126-ის მიმდებარედ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. მეჯვრისხევის 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეღვრეკისი-ერგნეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობასა და ქ. ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე“, - აცხადებენ უწყებაში.