მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად წარიმართება

გახარიას განცხადება

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურად წარიმართება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციური სწავლა იქნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ფოთში.

„სწავლა რა თქმა უნდა 15 სექტემბრიდან იწყება, დისტანციურად. მაგრამ სასწავლო კლასებში დაბრუნდებიან 1-ელ ოქტომბერს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. დღეს COVID 19-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.