მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სკოლებში მეორე სემესტრი დაიწყო

ინლაინ სწავლების ფოტო

საქართველოში დღეიდან 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაიწყო. 10 დიდი ქალაქის სკოლებში სწავლება კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. 

განათლების სამინისტროს ცნობით, სწავლის პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.

ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

„სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.