მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს მთავრობა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფრომაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1993 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გადის.