მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

პარლამენტის შენობა

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1993 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გადის.