მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ბუკნარში ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ჩავიდა

სოფელ ბუკნარში მუფთი ჩავიდა

სოფელ ბუკნარში ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთი ასლან ბერიძე ჩავიდა. 

როგორც მუფთმა აღნიშნა, პარასკეობით ლოცვა აუცილებლად შესრულდება.

ასლან ბერიძის თქმით, აქ ლოცვა არ გაჩერდება, ლოცვა გაგრძელდება და ეს არავის უშლის ხელს.

„აქ ატრიბუტი არ აქვს, მინარეთი არ აქვს, მოწოდება არ აქვს ისეთი, რომ ვინმეს ხელი შეეშალოს. მოდის ადამიანი 10-15 წუთით, რომ ილოცოს და წავიდეს,“- აცხადებს მუფთი.

ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას განცხადებით, სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსულმან მაცხოვრებლებს შორის კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული და მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება.

ამ დროისთვის ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან შეკრებილი. ადგილზე კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.