მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ეპისკოპოსი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირებას სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. 

როგორც საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აცხადებს, სახელმწიფოს ვალია თანაბრად ყველას უფლება დაიცვას.

„სახელმწიფოს ვალია, როცა ცეცხლი გაჩნდება მაშინ ჩააქროს, არამედ ისე უნდა ჩააქროს, რომ არ დააზიანოს. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ვალია, რომ ყველას უფლება დაიცვას. სახელმწიფო უნდა გასცემდეს ისეთ მესიჯებს, ისეთი მიდგომებით უნდა საუბრობდეს, რომ მოსახლეობას არ უჩნდებოდეს განცდა ამ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების იერარქია“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ამასთან, მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.

კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი აცხადებს, რომ მომხდარის გამო შეშფოთებულია. ჯუზეპე პაზოტო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ამ კუთხით ყურადღებიანი უნდა იყოს.

„შეშფოთებული ვარ და ძალიან ვნერვიულობ, ვინაიდან ძალიან რთული სიტუაციაა. ეს არის რელიგიური პრობლემა. ერთად თანაცხოვრება ყოველთვის არის დაფუძნებული მშვიდობაზე. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს. განსაკუთრებით კი რეგიონში საჭიროა ყურადღება“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები რელიგიური რიტუალის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ითხოვენ