მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები რელიგიური რიტუალის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ითხოვენ

დაპირისპირება სოფელ ბუკნარში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემი გარანტიებს ითხოვენ იმისთვის, რომ პარასკევს რელიგიური რიტუალი უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

როგორც შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა მამა ბასილ გოგიტიშვილმა აღნიშნა, მხარეები იმის შესახებ შეთანხმდნენ, რომ ისინი ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.

„შეთანხმდნენ ისინი, რომ ერთმანეთს არ შეუშლიან ხელს ლოცვაში და გააგრძელებენ ისეთივე თანაცხოვრებას როგორც მანამდე არსებობდა. ჩვენი ეპარქიის წარმომადგენლების და მეუფის პოზიცია ის არის, რომ აუცილებლად დასრულდეს უთანხმოება და გააგრძელონ ისეთივე თანაცხოვრება როგორც აქამდე არსებობდა.

მიეცეთ მათ საშუალება მუსლიმმა თემმა თავის სალოცავში ილოცოს და მართლმადიდებელმა მრევლმა თავის ტაძარში. დარწმუნებული ვარ, უკვე ეს კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდა. გაიზარებს ორივე მხარე უთანხმოების მიზეზებს და გააგრძელებენ ჩვეულებრივად თანაცხოვრებას როგორც აქამდე არსებობდა“, - აცხადებს მამა ბასილი.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემის რიტუალი პარასკევს, 15 იანვარს უნდა ჩატარდეს.

ადგილზე საპოლიციო ძალები იმყოფებიან.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი აშენდეს.