მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია

მესტია, სოფელი ხაიში

სვანეთში, სოფელ ხაიშთან გავრცელებული ტყის ხანძარი ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სრულად მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა. ადგილზე რჩება მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მიმდინარეობს მონიტორინგი.

ცნობისთვის, სვანეთის სოფელ ხაიშში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მუშაობდა ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა ხანძრის ქრობა რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომი ადგილებში. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.