მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ მერისში მცხოვრები ფადიმე დოლიძე 100 წლის იუბილეს მთა ლაშეში შეხვდა

100 წლის ქალი აჭარიდან

სოფელ მერისში მცხოვრები ფადიმე დოლიძე 100 წლის იუბილეს მთა ლაშეში შეხვდა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმაციით, ხანდაზმულს განსაკუთრებული თარიღი თვითმმართველობის ხელმძღანელმა პირებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საჩუქრებით მიულოცეს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 1 000 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს.

მათივე ცნობით, უხუცეს ქალბატონს 3 შვილი, 10 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

„მთაში 33 წელია, რაც უწყვეტად დავდივარ. მართალია ოჯახს ვეღარ ვეხმარები მესაქონლეობასა თუ რძის გადამუშავების პროცესში, მაგრამ მთის გარეშე სეზონი ვერ წარმომიდგენია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ ასაკშიც შევძლებდი უფლის ნებით ამოსვლას. მადლობა ყურადღებისთვის“, - აღნიშნა საუკუნის ქალბატონმა და სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხა.

ფადიმე დოლიძეს ლევან გორგილაძემ და ტიტე აროშიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საპატიო მემთევრეობისთვის და მთის სამაგალითოდ სიყვარულისთვის.