საზოგადოება

სოსო ფხაკაძე: ნებისმიერი შეზღუდვა ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ყველაზე ღირებული ადამიანის სიცოცხლეა

ბიზნესასოციაციის
პრეზიდენტი
1606321928
დაკოპირებულია

„ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა“, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან  ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია ყოველთვის არის ღირებული და მით უმეტეს, ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როგორშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.

„ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა. აუცილებლად მინდა დავამატო ის, რომ დღეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბიზნესი.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მოხდეს შეზღუდვა, ეს, რასაკვირველია, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ჩვენ ყველამ ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე ღირებული, დაფასებული და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის და ალბათ, ეპიდსიტუაციაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება და თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 გახარიამ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხი ბიზნესის წაზრმომადგენლებთან განიხილა

👉 კულუმბეგოვი: დამატებითი შეზღუდვები ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს

დავით გარეჯის საქმე -
კარტოგრაფები - Pia.ge

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღე...

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში დაუპირისპირდა. 

1611086976

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება. 

1611086029

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1611085232

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

1611083526
საგარეო უწყებაში
სულხან-საბა ორბელიანის
სახელობის უწყებრივი
ჯილდოს გადაცემის
ცერემონია გაიმართა

დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ზურაბ პოლოლიკაშვილს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ ხალხს რაღა...

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ოპოზიციამ საზოგადოებას ახალი სტრატეგია და პრობლემების გადაჭრის ახალი გზები უნდა შესთავაზოს. 

ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

მოსკოვის სასამართლო: აფხაზეთში „იაპონჩიკ...

მოსკოვის სასამართლომ ასტამურ ბუტბას და ნუგზარ პაპავას დაკავების ორდერი გასცა. ისინი „კანონიერი ქურდის“, ვაიჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.